ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია „ქართულ ქარტიაზე“: არის პუნქტები, რომელიც მისაღებია, არის პუნქტები, სადაც კითხვის ნიშნებია - ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს ამ ეტაპზე არ ექნება

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ მზადაა, მონაწილეობა მიიღოს პრეზიდენტის შემოთავაზებული დოკუმენტის გაუმჯობესებაში, თუმცა ამ ეტაპზე დოკუმენტს პარტიის ხელმოწერა არ ექნება.

მისი განმარტებით, დოკუმენტი მოიცავს ისეთ საკითხებსაც, რომლებიც „გირჩის“ პოზიციას ეწინააღმდეგება.

„სალომე ზურაბიშვილის ინიციატივას მივესალმებით. მიგვაჩნია, რომ ძალიან კარგი საქმეა ოპოზიციის ან მათი ნაწილის რამენაირად ერთმანეთთან ისე დალაგება, რომ ოპოზიციური ხმები არ დაიკარგოს. ამიტომ ვგულშემატკივრობთ და მოვუწოდებთ კოლეგებს, შეუერთდნენ ამ ინიციატივას. რაც შეეხება ჩვენს შეერთებას, ჩვენ მთელ ამ პროცესში არც ვმონაწილეობდით და, ფაქტობრივად, გუშინ ვნახეთ ბოლო დოკუმენტი, რაც არის. ამიტომ ვთავაზობთ, გნებავთ, ხელმომწერებს, გნებავთ, პრეზიდენტის ადმინისტრაციას, დავიწყოთ დისკუსიები ამ დოკუმენტთან დაკავშირებით. არის პუნქტები, რომლებიც ჩვენთვის მისაღებია, მოგვწონს და პრობლემა არ გვაქვს. არის პუნქტები, სადაც შეკითხვები გვაქვს და დავსვამთ. აქედან გამომდინარე, ცხადია, ჩვენი ხელმოწერა ამ დოკუმენტს არ ექნება, მაგრამ მზად ვართ, მონაწილეობა მივიღოთ ნებისმიერ დისკუსიაში და ვეცადოთ, ეს დოკუმენტი უკეთესი გახდეს. ჩვენი მოსაზრებები შესაბამისობაში თუ იქნება სხვების ან პრეზიდენტის მოსაზრებებთან, ამ დოკუმენტზე არც ხელმოწერის გვეშინია და არც ხელის არმოწერის“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

სალომე ზურაბიშვილმა 26 მაისს „ქართული ქარტია“ წარადგინა. ეს არის გეგმა, რომლის ირგვლივაც პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებს გაერთიანება შესთავაზა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ ,,ქართულ ქარტიას" უერთდებიან: პარტია ,,ახალი",,,ლელო", ,,ევროპული საქართველო", ,,დროა", ,,რესპუბლიკური პარტია", ,,გირჩი-მეტი თავისუფლება”, ,,ნაციონალური მოძრაობა" და „სტრატეგია აღმაშენებელი“.