ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

იაგო ხვიჩია: ,,აგენტების კანონს" მოქმედების დიდი ხანი არ უწერია

კანონი გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება, - ამის შესახებ ,,გირჩის” ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ ,,აგენტების კანონზე" საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, კანონმა საზოგადოებისთვის მაღვიძარას ეფექტი შეასრულა.

„ამ კანონს მოქმედების დიდი ხანი არ უწერია. აქედან გამომდინარე, ვერ მოასწრებს იმ საზიანო შედეგების მოტანას, რაც შეუძლია რომ მოიტანოს. ასეთი შედეგები ყველანაირი შეიძლება იყოს. ახალს არაფერს დავამატებ. იმედი მაქვს, რომ შემოდგომაზე დავასრულებთ ერთპიროვნულ მმართველობას და ამ კანონის მოქმედებასაც ამასთან ერთად. სანამ გაუქმდება კანონი, მანამდე შეიძლება შედეგიც კი მოუტანოს ქვეყანას. გამოფხიზლების უებარი წამალი გამოდგა ეს ქვეყნისთვის. აქამდე საზოგადოებას ეძინა და წარმოდგენა არ ჰქონდა, საით მიდიოდა მათი ხელისუფლება. ამ კანონმა რაღაცნაირად მაღვიძარას ეფექტი შეასრულა და ეს პოზიტიურად უნდა გამოვიყენოთ”,- განაცხადა ხვიჩიამ.