პარიზის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების დროს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას ისლამური ტერორიზმი წარმოადგენს. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე საფრანგეთის დედაქალაქის პოლიციის უფროსმა, ლორან ნუნიესმა განაცხადა.
მისივე თქმით, ჯერჯერობით ოლიმპიურ თამაშებთან დაკავშირებით კონკრეტული ღია მუქარა არ გაჟღერებულა, თუმცა მაისის ბოლოს, ქალაქ სენტ-ეტიენში პოლიციამ დააკავა ჩეჩნური წარმოშობის ორი პირი, რომლებიც ოლიმპიადის პერიოდში ქალაქის საფეხბურთო არენაზე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით თავდასხმის განხორციელებას გეგმავდნენ.
ზაფხულის ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია მდინარე სენაზე 26 ივლისს შედგება, ოლიმპიური თამაშები კი 11 აგვისტოს დასრულდება.