ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ირაკლი კოპლატაძის მიერ დღეს სოციალური ქსელში გავრცელებული ინფორმაცია, თანამდებობიდან წასვლის შესახებ, სიმართლეს არ შეესაბამება.

მათივე ცნობით, ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია 2023 წლის 3 დეკემბერს დაასრულა.

უწყების ინფორმაციით, მას შემდეგ,ის ექვს თვეზე მეტია იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში.

„ირაკლი კოპლატაძემ სლოვენიის რესპუბლიკაში დიპლომატიური მისია დაასრულა 2023 წლის 3 დეკემბერს და მას შემდეგ, ექვს თვეზე მეტია, იმყოფება საქართველოში, დიპლომატიურ რეზერვში. შესაბამისად, მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სლოვენიაში საქართველოს უკვე ყოფილმა ელჩმა, ირაკლი კოპლატაძემ დიპლომატიური მისიის დასრულების შესახებ ვრცელი განცხადება საკუთარ ფეისბუქგვერდზე გამოაქვეყნა.