აზერბაიჯანი სომხეთის არმიას სასაზღვრო ზონაში ცეცხლის გახსნაში ადანაშაულებს.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 21 ივნისს, 12:25 საათიდან 15:35 საათამდე აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს კელბაჯარის რაიონის დასახლება მოლაბაირამლის მიმართულებით, მოპირდაპირედ მდებარე სომხური შეიარაღებული ძალების პოზიციებიდან ცეცხლი გაუხსნეს. მათივე ინფორმაციით, აზერბაიჯანის არმიის ქვედანაყოფებმა ამ მიმართულებით შესაბამისი საპასუხო ზომები მიიღეს.
სომხეთის თავდაცვის სამინისტრო აზერბაიჯანის ბრალდებებს უარყოფს და მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, დეზინფორმაციას უწოდებს.
,,ცეცხლის გახსნის შესახებ აზერბაიჯანის თავდაცვის უწყების მიერ გავრცელებული განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება",- წერია განცხადებაში.