უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინის საჰაერო ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე მოტომსროლელი პოლკის საკონტროლო პუნქტს წარმატებით დაარტყეს.
ამავე ინფორმაციით, საჰაერო ძალები თავდაცვის ძალების სხვა შემადგენლობებთან თანამშრომლობით მოქმედებდნენ. საკონტროლო ცენტრი ბელგოროდის ოლქის სოფელ ნეხოტეევკაში მდებარეობდა.
„საბრძოლო სამუშაოების შედეგების მიხედვით დაფიქსირდა აფეთქებები. სამიზნე წარმატებით იქნა განადგურებული“, - ნათქვამია განცხადებაში.