უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა ჩამოაგდეს ორი რუსული რაკეტა "კალიბრი", გასულ დღეს 12 რუსული რაკეტა და 13 დრონი.
ზელენსკის თქმით, რუსეთზე ზეწოლა უნდა გაიზარდოს.
,,რუსული ტერორი არ ნელდება, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა გავზარდოთ ზეწოლა - აუცილებლად და პარტნიორებთან ერთად. და ჩვენ გვჭირდება იგივე გადაწყვეტილება ჩვენი პარტნიორებისგან. ჩვენ შეგვიძლია შევაჩეროთ რუსეთი. მსოფლიოში ყველასთან ერთად, ვინც სიცოცხლეს აფასებს, ჩვენ ამას გავაკეთებთ", - წერს ზელენსკი Telegram-ზე.