ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ლანდსბერგისი: სამწუხაროდ, დოკუმენტში არ არის ნახსენები საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე განაცხადა, რომ სამწუხაროა, რადგან საქართველოსთან დაკავშირებულ დოკუმენტში ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა არ არის ნახსენები.

„დოკუმენტის მეორე პუნქტი, რომელზეც მინდა, ხაზი გავუსვა, არის საქართველოში არსებული მდგომარეობა. კარგი ნაბიჯია, რომ წარმოდგენილია ვარიანტის დოკუმენტი. სამწუხაროდ, დოკუმენტში არ არის ნახსენები რამდენიმე ვარიანტი, მაგალითად, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფაქტობრივი შეწყვეტა, რაც, ჩემი აზრით, უნდა აღინიშნოს“, – განაცხადა გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

ლუქსემბურგში ევროპის საბჭოს საგარეო საქმეთა საბჭო გაიმართება, რომელსაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უხელმძღვანელებს.