საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე, ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა და აღნიშნა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება საქართველოს წინააღმდეგ იყოს მიღებული.
მისი თქმით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს საკითხზე კონკრეტულ გადაწყვეტილებებს არ მიიღებენ, უბრალოდ დაიდება სრული ანალიზი, რომლის ირგვლივაც იმსჯელებენ.
„დღეს საორიენტაციო დებატებია, მაგიდაზე დავდებ სრულ ანალიზს, რისი გაკეთება შეგვიძლია და ამაზე მინისტრები იმსჯელებენ. ასე რომ, არ ელოდოთ კონკრეტულ გადაწყვეტილებებს დღეს, მაგრამ მოკლევადიან პერსპექტივაში არსებობს ზომები, რომლებიც შეიძლება იქნას მიღებული, მაგალითად, ევროპული სამშვიდობო ფონდის მეშვეობით მხარდაჭერის შეწყვეტა, მაღალი დონის პოლიტიკური კონტაქტების შეწყვეტა, დაფინანსების ნაწილის შეჩერება, რომელიც პირდაპირ მთავრობისკენ მიემართება. ჩვენ არ გვინდა მშვიდობიანი მოსახლეობის დაზარალება, ჩვენ არ გვინდა სამოქალაქო პირებისთვის ტკივილის მიყენება“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.