რაც შეეხება საქართველოს და უცხოური გავლენის აგენტების კანონს, მე ვარ განგაშის ძლიერი სიგნალის მომხრე, მაგრამ ამ ეტაპზე არ ვუჭერ მხარს სანქციების დაწესებას, - ამის შესახებ ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუქსემბურგში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებთან განაცხადა.
„მოდით, მივცეთ შესაძლებლობა საქართველოს და მის მთავრობას, ქართველი ხალხისა და მისი ევროპული მომავლის სასარგებლოდ“, - აღნიშნა ხოსე მანუელ ალბარესმა.
დღეს ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი იმართება, რომლის განხილვის ერთ-ერთი საგანი საქართველოა.