ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტი დაამტკიცა, რომლის თანახმად, ამოქმედდება ახალი სანქციები და შეზღუდვები დაუწესდება რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს, როგორიცაა ენერგეტიკა, ფინანსები და ვაჭრობა და ართულებს ევროკავშირის შეზღუდვების გვერდის ავლას.
სანქციები ასევე ითვალისწინებს ევროკავშირში რუსული თხევადი ბუნებრივი აირის გადატვირთვის მომსახურების აკრძალვას მესამე ქვეყნებში გადაზიდვის მიზნით; მშენებარე თხევადი ბუნებრივი აირის პროექტების დასასრულებლად ახალი ინვესტიციების აკრძალვას; ფინანსური შეტყობინებების სისტემის (SPFS) გამოყენების აკრძალვას; პორტებთან დაშვებისა და გემებისთვის მომსახურების გაწევის აკრძალვას, რომლებიც რუსეთის ომში მონაწილეობენ; ევროკავშირში ფრენების უფრო ფართო აკრძალვას; შემდგომი იმპორტისა და ექსპორტის კონტროლს და შეზღუდვებს.
შეზღუდვები შეეხებათ პოლიტიკურ პარტიებსა და ფონდებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებს. მათ აღარ ექნებათ უფლება, მიიღონ დაფინანსება რუსეთიდან, ხოლო სანქციები დაეკისრა 116 იურიდიულ და ფიზიკურ პირს.
ევროკავშირის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ რუსეთის მოქალაქეებთან ან ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების გაფორმება ჩარტერული და კერძო ფრენების განხორციელების მიზნით მთელ მსოფლიოში.
სანქციები დაწესდა ე.წ. რუსული ჩრდილოვანი ფლოტის 27 ტანკერსა და გემის მიმართ, რომლებიც გამოიყენებოდა იარაღის ან უკრაინული მარცვლეულის გადასაზიდად.