ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

შალვა კერესელიძე: „ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, წაგებული აქვს - ახლა მთავარია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ

„ქართულ ოცნებას“ არჩევნები პრაქტიკულად, წაგებული აქვს. ახლა მთავარია, რომ არჩევნებამდე მშვიდობიანად მივიდეთ და მშვიდობიანად ჩამოვაშოროთ ოცნება ხელისუფლებისგან - ეს არის მთავარი მიზანი, - ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, შალვა კერესელიძემ TV24-თან განაცხადა.

მისი თქმით, ხელისუფლება სახელისუფლებო კრიზისში და აგონიაშია.

„გუშინდელმა დღემ კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაგვანახა ერსაც და ბერსაც, დიდსაც და პატარასაც, რომ „ქართულ ოცნებას“ სხვა შანსი არა აქვს. მათ განცხადებებს როდესაც ვუსმენთ, ადამიანს შთაბეჭდილება გრჩება, რომ პრაქტიკულად. ხელისუფლება სახელისუფლებო კრიზისში და აგონიაშია. იმდენად არიან უკვე გადასული სახელისუფლებო კრიზისში, რომ ყველანაირ ლოგიკას მოკლებულ განცხადებებს აკეთებენ.

ჩვენი მთავარი მიზანი არის ის, რომ ოქტომბრამდე მივიდეთ მშვიდობიანად. ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში უბრალოდ საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, ეს არჩევნები იქნება ყველა საპარლამენტო არჩევნებისგან განსაკუთრებულად გამორჩეული, იმიტომ რომ აქ ქვეყნის ბედი წყდება, ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობის ბედი წყდება. ქართველმა ერმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და მშვიდობიანად გავისტუმროთ „ქართული ოცნება“, - განაცხადა კერესელიძემ.