პროფესორი გიორგი გახელაძე, რომელსაც 1 კვირის განმავლობაში, თბილისის მასშტაბით ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მის ცხედარს კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე მიაგნეს.
გახელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია მისმა მეუღლემაც დაადასტურა.
გიორგი გახელაძე წლების განმავლობაში განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობდა. ის ასოციაციის „მშობლები განათლებისათვის“ დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელი იყო.