ოჯახის წევრები და ახლობლები პროფესორ გიორგი გახელაძეს მეორე დღეა უშედეგოდ ეძებენ. მისი ცოლის, ირმა მალაციძის ინფორმაციით, გახელაძე 19 ივნისს, დილით გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნებულა.
გიორგი გახელაძის ძმის თქმით, დღეს, მის მოსაძებნად ჯგუფი ორგანიზდება. ლევან გახელაძე სოციალურ ქსელში მოხალისეებს დილის 10 საათზე, კუს ტბის საბაგიროს ზედა სადგურთან შეკრებისკენ მოუწოდებს.
გიორგი გახელაძე წლებია, განათლების მეცნიერების მიმართულებით მუშაობს. ის ასოციაციის „მშობლები განათლებისათვის“ დამფუძნებელი/გამგეობის წევრი და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის უწყვეტი განათლების სამსახურის ხელმძღვანელია.