ოკუპირებულ აფხაზეთში, 18 წლის ზუგდიდელი ბიჭი ზღვაში დაიხრჩო. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდამ წყალში ორ თანატოლთან ერთად შეცურა, გამოსვლა კი გაუჭირდა.
ორი ახალგაზრდის გადარჩენა მოხერხდა, თუმცა თავად 18 წლის ბიჭი ზღვის ტალღამ გაიტაცა.
რამდენიმე წუთში ზღვამ ახალგაზრდის ცხედარი სანაპიროზე გამორიყა. შემთხვევა ოკუპირებულ სოფელ გაგიდაში გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა.
ავტორი: თეა შონია