ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თინა ბოკუჩავა: ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაციასთან დაკავშირებით ისაუბრა.

ბოკუჩავა მიიჩნევს, რომ ერთიანობის დეკლარაცია მნიშვნელოვანი განაცხადია ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე, ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად.

„ქართული ოპოზიციის ერთიანობის დეკლარაცია, რომელსაც ხელი მოაწერა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხუთ სხვა ოპოზიციურ პარტიასთან ერთად, არის მნიშვნელოვანი განაცხადი ოპოზიციის ერთობის აუცილებლობაზე ივანიშვილის პრორუსული ხელისუფლების დასამარცხებლად 26 ოქტომბრის არჩევნებზე, ქართული დემოკრატიის გადასარჩენად და საქართველოს დასაბრუნებლად სწრაფი ევროინტეგრაციის გზაზე", - აღნიშნა ბოკუჩავამ.

6 ოპოზიციური პარტია ერთიანობის დეკლარაციას აწერს ხელს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ერთიანობის დეკლარაციაზე ხელმოწერა გულისხმობს ერთიანობას, როგორც არჩევნებამდე, ისე არჩევნების შემდგომ.