ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირანის უზენაესმა სასამართლომ ცნობილი რეპერის წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა

ირანის უზენაესმა სასამართლომ რეპერ თუმაჯ სალეჰის წინააღმდეგ გამოტანილი სასიკვდილო განაჩენი გააუქმა. ამის შესახებ ჟურნალისტებს რეპერის ადვოკატმა განუცხადა.

მისივე თქმით, განაჩენის გაუქმება ნიშნავს, რომ გამოუსწორებელი შეცდომა არ იქნება დაშვებული. ადვოკატის განცხადებით, გაუქმებულია კიდევ ერთი განაჩენი, რომლითაც სალეჰის 6 წლითა და 3 თვით პატიმრობა ჰქონდა მისჯილი - ამ საქმეს სასამართლო ხელახლა განიხილავს.

თუმაჯ სალეჰი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მან ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს დაუჭირა მხარი და ამ თემაზე რამდენიმე სიმღერაც ჩაწერა. სალეჰის „დედამიწაზე კორუფციის გავრცელება“ ედებოდა ბრალად. 2023 წელს სასამართლომ მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა.