ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ სერგეი შოიგუსა და ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ რუსეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის, სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის დაკავების ორდერი გასცა.

როგორც სასამართლოს განცხადებაშია აღნიშნული, გერასიმოვსა და შოიგუს ბრალად ედებათ საერთაშორისო დანაშაულები, ომის დანაშაულები და კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულები.

მანამდე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენის მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერი გასცა, რომლებსაც ბრალი ედებოდათ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში ბავშვების უკანონო გადაყვანაში.