ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

დევიდ ქემერონი: მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, კანონპროექტი არასწორია

ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ქართველ ხალხს. ცხადად ვთქვით, რომ ეს კანონპროექტი არასწორია, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ქემერონმა Sky news-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რეალურად, მსოფლიოს გარშემო ბევრი ქვეყანა ცდილობს იმავე კანონის მიღებას, რათა აკრძალონ ნებისმიერი სახის სამოქალაქო სივრცე, კამპანიები აქვთ იმ ნებისმიერი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის, ნებისმიერი ქველმოქმედების, ნებისმიერი ორგანიზაციის წინააღმდეგ, რომლებსაც ვერ აკონტროლებენ. ეს მთელ მსოფლიოში, ავტორიტარული რეჟიმების ღერძის პრობლემაა“, - აღნიშნა ქემერონმა.