საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ ევროპის პორტუგალიასთან გასამართ მატჩზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მოსალოდნელი რთული თამაშისა, ნაკრები მოედანზე მოსაგებად გავა.
მისივე თქმით, წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შესძინათ და ეს ძალიან დაეხმარებათ.
„მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ პორტუგალიასთან მატჩზე. რონალდუს წინააღმდეგ მატჩამდე არ ვღელავ, პირიქით, ბედნიერი და მოტივირებული ვარ. ოცნებები ხდება. იმედია, თამაშიც ჩვენს სასარგებლოდ დასრულდება და მისი მაისურიც ჩემკენ წამოვა.
რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ მოტივირებულები ვართ. ერთი პროცენტიც თუ გაქვს შანსი, ისიც უნდა გამოიყენო.
პორტუგალიას ვაფასებთ, თუმცა არ აქვს მნიშვნელობა, მათ ნაკრებში ვინ თამაშობს, მოედანზე მოსაგებად გავალთ. ასე იყო თურქეთისა და ჩეხეთის წინააღმდეგ შეხვედრებშიც.
წინა მატჩებში ბოლო წუთებზე გამოუყენებულმა მომენტებმა გამოცდილება შეგვძინა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.
საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების შეხვედრა 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.