ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

როთი: ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებული მოლაპარაკებების გახსნას

გერმანიის პარლამენტის (ბუნდესტაგის) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, მაიკლ როთის განცხადებით, სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ მოლაპარაკებების გახსნას. 

მისი თქმით, საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა.

„უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები საბოლოოდ იწყება. სამწუხაროდ, ანტიევროპული მთავრობა ბლოკავს საქართველოს ბრიუსელთან დიდი ხნით დაგვიანებულ [გაწევრიანების შესახებ] მოლაპარაკებების გახსნას. დასავლეთ ბალკანეთთან შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ: საბოლოოდ გვჭირდება მეტი სისწრაფე, ამბიცია და ზუსტი საგზაო რუკა. გაფართოება ცარიელი დაპირება კი არა, არამედ მიღწევადი მიზანი უნდა იყოს. თუ მონტენეგრო გააგრძელებს სწრაფად რეფორმირებას, მას შეუძლია 2028 წლისთვის სამუშაო შეასრულოს. გვჭირდება მისაბაძი მაგალითები, რომლებიც სიმამაცეს მოგვცემს დავიჯეროთ, რომ ძალისხმევა ნამდვილად ღირს ამად”, - წერს როთი.