ქობულეთში, ოჯახური ძალადობის ფაქტზე გამოძახებული პოლიციელი დაჭრეს. „ბათუმელების“ ცნობით, პოლიციელი სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს დაჭრეს, როცა განქორწინებული კაცი ყოფილ ცოლთან მივიდა და პოლიცია გამოიძახეს.
დაჭრილი კლინიკაში გადაიყვანეს, თავმდასმხელი კი ადგილზე დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა ერთი მუხლის შესაბამისად დაიწყო, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს.