TV24-ის ინფორმაციით, ქობულეთში უბედურ შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა.
კაცი სოფელ კვირიკეს ტყისკენ მიმავალ სარეაბილიტაციო პროექტზე იყო დასაქმებული.
თვითმხილველების თქმით, ფერდობი ჩამოიშალა და დასაქმებული მოიყოლა. ფაქტი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში დაგვიდასტურეს, სადაც გვითხრეს, რომ კაცი ექიმებს ადგილზე გარდაცვლილი დახვდათ.
კვირიკეს ტყეში, ბიზნეზმენ გია ჭყონიას კოტეჯები აქვს, სწორედ ამ კომპანიაში იყო დასაქმებული კაცი, რომელიც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.
ავტორი: სულხან მესხიძე