ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აქტივისტ კოტე აბდუშელიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ

აქტივისტ კოტე აბდუშელიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც ის ვიდეომიმართვაში ამბობს, თავდასხმა თბილისში, 51-ე სკოლის წინ მოხდა.

მისივე თქმით, ადგილზე იმყოფებოდა პოლიციაც. როგორც ის აღნიშნავს, სხეულზე მცირე დაზიანებები აქვს და თავი სტკივა.

„თავს დამესხნენ 51-ე სკოლის წინ. მცემეს, მგონი, ტვინის შეტყევას გადარჩენილი ვარ, პატრული მოსულია. წამაქციეს და მირტყამდა 3 ადამიანი. მანქანის გადაღება შევძელი, ფრანგული ნომრით იყო, აქ ბევრი ვიდეოკამერაა და წესით, არ გაუჭირდებათ, მაგრამ ნიღბებით იყვნენ, ზურგიდან დამარტყეს", - ამბობს აბდუშელიშვილი.

მისივე თქმით, მასზე თავდასხმა სოფელ ზოდში "ჯორჯიან მანგანეზის" ქმედებებს უკავშირდება.

„ამით ცეცხლზე ნავთს ასხამენ და ერთი ადამიანი შეგაკვდებით მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთ სახელმწიფოში არ ვიცხოვრო. ვის ესხმით თავს? რატომ?",- ამბობს ის.

აბდუშელიშვილი სოფელ ზოდის გადარჩენისთვის მოძრაობის წევრია. მანამდე, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თავს დაესხნენ სამოქალაქო აქტივისტ ნიკო გაფრინდაშვილს, რომელიც ასევე ამ მოძრაობის წევრია.