ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სტანო საქართველოზე: ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში ერთიანობა არ გვჭირდება

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა პრესსპიკერი, პიტერ სტანო აცხადებს, რომ ევროკავშირში გარკვეულ გადაწყვეტილებებს ერთიანობა არ სჭირდება. მათ შორის საუბარია პოლიტიკური კონტაქტებისა და სამხედრო დახმარების შემცირებაზე.

როგორც მან „TV პირველთან” ინტერვიუში განაცხადა, ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს, ზოგიერთს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა.

„ზოგიერთი გადაწყვეტილება შეიძლება დაუყოვნებლივ შესრულდეს, ზოგიერთს კი სჭირდება უფრო მეტი დრო და ერთიანობა. მაგრამ ერთიანობა არ გვჭირდება ზოგიერთი გადაწყვეტილების მიღებაში.

მაგალითად, საქართველოს მთავრობასთან პოლიტიკური კონტაქტების შემცირებაში. თქვენ დაინახავთ, რომ საქართველოს პრემიერს და მაღალჩინოსნებს ევროკავშირი აღარ მოიწვევს და ევროკავშირისგანაც აღარ გეყოლებათ საქართველოში მაღალი რანგის სტუმრები. ასევე, ევროკავშირის მხრიდან სამხედრო დახმარების შემცირებასაც არ სჭირდება ევროკავშირის ერთიანობის მიღწევა.

ეს არის მკაფიო სიგნალი საქართველოს ხელისუფლებისთვის, რომ თქვენ არასწორი გზით მიდიხართ, რაც ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის სურვილს”, – განაცხადა მან.

გუშინ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა, რომ რუსული კანონის მიღების გამო, შემცირდება პოლიტიკური კონტაქტები საქართველოს ხელისუფლებასთან, ასევე გაიყინება მხარდაჭერა მთავრობისთვის და გადაიხედება ევროპული საკრედიტო დაფინანსების ხაზები.