ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

სინდი დაიერი: თვალყურს ვადევნებთ საქართველოში მიღებული „აგენტების კანონის" შედეგებს

ტრეფიკინგის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის, სინდი დაიერის განცხადებით, აშშ ,,ქართული ოცნების" მიერ ,,აგენტების კანონის" გამოყენებას მონიტორინგს უწევს, რათა არასამთავრობო ორგანიზაციებს ქვეყანაში გამართულად ფუნქციონირების საშუალება ჰქონდეთ.

როგორც სინდი დაიერმა „აგენტების კანონთან" დაკავშირებით კითხვის პასუხად ბრიფინგზე განაცხადა, ქვეყანამ, შესაძლოა, მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში, მაგრამ ამ კანონის შედეგებს მომავალ წლამდე ვერ ნახავენ.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებული ვიყავით ,,უცხოური აგენტების შესახებ" კანონის მიღებით. ამ ეტაპზე ჩვენ თვალყურს ვადევნებთ მას. ადამიანთა ტრეფიკინგის მონიტორინგისა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ოფისში ზოგჯერ აღვნიშნავთ, რომ ქვეყანამ შეიძლება მიიღოს კანონი საანგარიშო პერიოდში და ჩვენ შეიძლება შეშფოთებული ვიყოთ, მაგრამ ამ კანონის შედეგებს ან გავლენას მომავალ წლამდე ვერ ვხედავდეთ.

ასე რომ, რა თქმა უნდა, ეს არის ის, რასაც ჩვენ დავაკვირდებით, რათა დავრწმუნდეთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც უზრუნველყოფენ ასეთ მნიშვნელოვან მომსახურებას და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რომლებსაც ჩვენ ვეყრდნობით, მუშაობაში პრობლემები არ აქვთ. თუ მათ მუშაობაში პრობლემები შეექმნებათ, მაშინ ეს არის ის, რასაც ჩვენ აუცილებლად მივადევნებთ თვალყურს, როგორც ნებისმიერი მიღებული კანონის შედეგებს“, – განაცხადა სინდი დაიერმა.