ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 21 წლის გოგოს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში ბრალდებულის პროცესი მიმდინარეობს

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლილოში, 21 წლის ქეთი ჯავახიშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობისთვის დაკავებული ოთარ ცინდელიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. დღევანდელ სხდომაზე მოკლული გოგოს მშობლებს დაკითხავენ.

სასამართლო პროცესს ბრალდებულიც ესწრება, ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გასულ სხდომაზე ბრალდების მხარემ ფსიქოლოგიურ-ფსიქიატრიული ექსპერტიზის დასკვნა წარადგინა, რომლის მიხედვითაც, ცინდელიანი დანაშაულის ჩადენის დროს და ამჟამადაც სრულიად ჯანმრთელი იყო და არის.

ქეთი ჯავახიშვილი 28 თებერვალს, ლილოში, სახლთან ახლოს მოკლეს. სამართალდამცავებმა მომხდართან დაკავშირებით მოკლულის შეყვარებული, ოთარ ცინდელიანი დააკავეს. ცინდელიანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.