საერთოდ, როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ 25-დან 34-მდე ადამიანის სანქცირება მოვახდინე, არის დიდი აბსურდი და სისულელე. ან 25-ის მოახდინე, ან 34-ის, ან არცერთის არ მოგიხდენია, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა აშშ-ის სანქციებზე საუბრისას განაცხადა.
დავითულიანის მტკიცებით, სანქციებთან დაკავშირებით შეტყობინებები არავის მისვლია.
„გუშინ მეკითხებოდით ანრი ოხანაშვილის დასანქცირებაზე და გპასუხობდით, რომ სრული სისულელეა, ჩვენ ასეთი ინფორმაცია არ გვაქვს და თქვენ ასეთი ინფორმაცია საიდან გაქვთ, როცა თვითონ ანრის არ აქვს. ახლა მეკითხებით დიტო სამხარაძეზე, ხვალ მკითხავთ ჩემს თავზე და ზეგ კიდევ სხვაზე. ასეთი ინფორმაცია არ არსებობს და საერთოდ, მე გეტყვით ძალიან მარტივ რაღაცას, როცა გამოდიხარ და ამბობ, რომ სანქცირება მოვახდინე 25-დან 34 კაცამდე, ეს არის დიდი აბსურდი და სისულელე. ან 25-ის მოახდინე, ან 34-ის, ან არცერთის არ მოგიხდენია და ამის მერე შემოგხედავ და რომელიც არ მომეწონებით, იმას დაგასანქცირებთ, თუ დამჭირდა. ოკ, ასე არასერიოზულად თუ იქცევიან, მოიქცნენ, ასე გააგრძელონ. ე.ი. ეტყობა, ცხენებით გამოუშვეს და ორ კვირაში, გემიდან ცხენი რომ გადმოვა და მერე ბათუმიდან თბილისამდე ჩამოაღწევს, მოვა. მეილზე შეტყობინება არავის მისვლია," - განაცხადა დავითულიანმა.