ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტში ინიციირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.
დასკვნაში გამოხატულია შეშფოთება, რომ ამ კანონის განხილვა დაიწყო მაშინ, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ხდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების წუხილების უგულებელყოფა.
კომისიის რეკომენდაციით, კანონის მიღებამდე უნდა გადაიხედოს მათი შესაძლო გავლენა ნაციონალურ სისტემაზე და ჩატარდეს ანალიზი, რომელშიც ჩართული უნდა იყოს ყველა შესაბამისი პირი, მათ შორის თავად სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლები.
„კომისია საქართველოს ოფიციალურ პირებს აძლევს რეკომენდაციას, მთლიანად გადახედონ საკანონმდებლო ინიციატივას და არ გააგრძელონ მისი მიღება”, – ნათქვამია ვენეციის კომისიის მოსაზრებაში.