ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

მდინარაძე: საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნას ეხმიანება.

მისი თქმით, საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ ქვეყანაში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება.

„ბოლო დროს ვენეციის კომისია საქართველოსთვის მიუღებელ რეკომენდაციებს იძლევა. როცა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზეა საუბარი, ვენეციის კომისია პირდაპირ გვეუბნება, არათუ ეს არ მოსწონს რა ცვლილებებსაც ვგეგმავთ, არამედ რაც არის ისიც ამოშალეთ, ანუ ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეთო. ოპოზიციას გარეთ თავისი პატრონების ეშინია, შიგნით ქართველი ხალხის, ეს არის მათი დამოკიდებულება და განწყობა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის, ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის კუთხით. ისინი ვერ ბედავენ ამ დებატებში მონაწილეობის მიღებას, რომ თქვან არ მოსწონთ, საკუთარი რეალური განწყობა დააფიქსირონ, ქართველი ხალხი დასჯის, რომ თქვან მოსწონთ, პატრონების ეშინიათ. ამიტომ გაერიდნენ პარლამენტს ამ კვირაში, რადგან ლგბტ პროპაგანდის აკრძალვაზე მიდის საუბარი. ჩემი აზრით, ეს არის მთავარი მიზეზი რატომაც ისინი გაერიდნენ პარლამენტს და ბოიკოტი გამოაცხადეს. ეს არის ფორმალური ჩანაწერის გამოყენება, რომ ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის ტესტი წარმატებით ჩააბარონ პატრონებთანაც და ქართველ ხალთანაც, მაგრამ შეუძლებელია. ყველა ხვდება, რომ ისინი ამ თემას ერიდებიან განზრახ იმიტომ, რომ ამ თემის მხარეს არიან. ისინი არიან ლბგტ პროპაგანდის არა აკრძალვის, არამედ დაშვების მხარეს. დღეს ვენეციის კომისიის რეკომენდაცია იყო მათი პოზიციის გასამყარებელი. ისინი ვერ ბედავენ ამის თქმას, გარედან თქვა ვენეციის კომისიამ. თუმცა საქართველო არასდროს დაეთანხმება ვენეციის კომისიის იმ მოწოდებას, რომ საქართველოში დაშვებულ იქნას ერთნაირსქესიანთა ქორწინება“,- განაცხადა მდინარაძემ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა.

დასკვნაში გამოხატულია შეშფოთება, რომ ამ კანონის განხილვა დაიწყო მაშინ, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ხდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების წუხილების უგულებელყოფა.