ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ისრაელის ელჩი ზუგდიდში ფერმერებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოში ისრაელის ელჩი, ჰადას მეიცადი ზუგდიდის აგრო სახლში ადგილობრივ ფერმერებსა და მესამე სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.

საქართველოში მაშავის პროგრამის დირექტორმა, გიორგი ჟღენტმა მიმდინარე და განხორციელებული პროექტების შესახებ ისაუბრა.

საქართველოდან ისრაელში სოფლის მეურნეობის მიმართულებით გადამზადდა რამდენიმე ფერმერი, მათ შორის სამეგრელოდან და ოკუპირებული აფხაზეთიდან.

მეიცადთან შეხვედრას ოკუპირებული საბერიოდან და ოჩამჩირიდანაც ესწრებოდნენ. ელჩმა საქართველო-ისრაელის ურთიერთობასას, ისრაელის მიერ მძევლების დახსნის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება.

ელჩმა ასევე ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ საქართველოდან მშენებლები ჩავლენ ისრაელში - ისრაელის წარმომადგენლობა ჩამოვიდა საქართველოში, სადაც გააფორმა ხელშეკრულება ადგილობრივ სამშენებლო კომპანიებთან.


ავტორი: თეა შონია