ქართველი ხალხის გენეტიკური კოდი უნდა გავხადოთ, რომ ჩვენი თავი ჩვენადვე გვეკუთვნოდეს. ეს დიდმა ილიამ თქვა. მანამდე ამის გამო ადამიანები კვდებოდნენ და ახლა ვირტუალური თუ რეალური სანქციებით გვაშინებენ, - ამის შესახებ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
„ის მაინც გაგვაგებინონ, სანქცირებული ვარ თუ არა, რომ ვიცოდე, ჩემი გადაადგილების თავისუფლება შევწირე ქვეყანას და ამით ამაყი ვიქნები. ქვეყნისთვის ადამიანები თავს სწირავდნენ და დიდი ამბავი, თუ გადაადგილების თავისუფლება შევწირე. უნდა ვიცოდეთ, რომ დავალებების შემსრულებლები საქართველოში არასოდეს მოვიყვანოთ და საქართველო ამაზე შეთანხმებულია“, – აღნიშნა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.