პლენარულ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს, გიორგი მსხილაძეს მიმართა და აღნიშნა, რომ მან მთელი პარლამენტი ფეხებზე დაიკიდა, რადგან არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაუცია. ასევე მას მოუწოდა, რომ ჟესტიკულაციით მაინც უპასუხოს შეკითხვებს.
„ბატონო გიორგი, უკაცრავად, რომ ასე მოგმართავთ, იმიტომ, რომ დიდი ბოდიში ამ გამოთქმისთვის, მთელი პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ. თქვენ, მე მგონი, ყველაზე მაგარი კაცი ხართ. თქვენ რომ პარლამენტი ფეხებზე დაიკიდეთ, ასეთი არავის უქნია არასდროს. არცერთ კითხვაზე პასუხი არ გაეცით.
წინა შემთხვევაში, მოხვედით და „იმიტომო“ იძახეთ, დღეს მოხვდით, უბრალოდ, კითხვაზე პასუხებს არ გვცემთ. მართლა მაგარი კაცია ეს ადამიანი. შეუძლია, რომ საერთოდ პასუხი არ გასცეს. თქვენს შეგძლებიათ, არ ვიცი, ეს კარგია, ცუდია, შეგაქოთ, გეჩხუბოთ, მართლა არ ვიცი. კითხვა ორჯერ გამიტარეთ. ერთი მარტივი კითხვა მაქვს, თქვენ შეგიძლიათ, ჩემს ასეთ დაჟინებულ მცდელობაზე, აგერ არიან პარლამენტის წევრები, ჟურნალისტები, ჟესტიკულაციით მაინც მიანიშნოთ - პარტიულ წევრებს, რვა პარტიულ ოპოზიციურ წარმომადგენელს, შეუძლია თუ არ შეუძლია დაბლოკოს ნებისმიერი გადაწყვეტილება, თუ თქვენ ვეტოს გავითვალისწინებთ და ვენეციის რეკომენდაციას. შეუძლიათ თუ არა, ჟესტიკულაციით მაინც მანიშნეთ“, - მიმართა მდინარაძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს.
მსხილაძემ მდინარაძის საპასუხოდ განმარტა, რომ ამაზე პასუხი ორჯერ გასცა. თუმცა, მისმა პასუხმა უმრავლესობის წევრი არ დააკმაყოფილა.
„თქვენ ხომ პრეზიდენტს წარმოადგენთ აქ, თქვენ ხომ თქვენი სუბიექტური წარმოდგენებით არ ხართ. ამიტომ, მე გულწრფელად შევდივარ მდგომარეობაში და ამას თქვენ დასაკნინებლად ნამდვილად არ ვამბობ, უბრალოდ, პრეზიდენტზე უნდა ვთქვა კიდევ ერთხელ, ეს არის „იმიტომ“ პასუხები. თქვენ, ჟესტიკულაციითაც კი რომ ვერ ბედავთ სიმართლის თქმას, უკვე ყველაფერს ააშკარავებს. ეს არის იმის პასუხი, რომ დიახ, საქართველოს პრეზიდენტი, ვიღაცების, ნიკა გვარამიას და "ნაცების" თოჯინა გახდა.
როგორც „თოჯინების თეატრში“ რეჟისორი დაგეგმავს, ოღონდ ამ ადამიანს რეჟისორიც კი არ ეკონტაქტება, შემდეგ ვიღაცები თავიანთი ტექნიკური მექანიზმებით თოჯინებს ათამაშებენ, ისე ათამაშებს საქართველოს ე.წ. პრეზიდენტს ნიკა გვარამია, ისე ათამაშებენ სხვები და თქვენი მესიჯბოქსები ერთ ერთში ერთმანეთს ემთხვევა. თქვენ ხართ საუკუნის თაღლითობის სათავეში. საუკუნის თაღლითობას სახელად ჰქვია პიარული პროექტი „არა რუსულ კანონს“, - განაცხადა მდინარაძემ.