ევროკავშირის ელჩები ბელარუსის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე შეთანხმდნენ - ინფორმაციას ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ბელგიის ხელისუფლება ავრცელებს.
„ეს პაკეტი გააძლიერებს ჩვენს ზომებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ, მათ შორის სანქციების გვერდის ავლაზე", - წერს ბელგიის მთავრობა სოციალურ ქსელში.
კონკრეტულად რა ზომებს მოიცავს ახალი პაკეტი, ჯერჯერობით უცნობია.
EU Ambassadors agreed in principle on a new package of sanctions targeting Belarus 🇧🇾.
— Belgian Presidency of the Council of the EU 2024 (@EU2024BE) June 26, 2024
This package will strengthen our measures in response to Russia's invasion of Ukraine, including combating circumvention of sanctions.