ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხვიჩა კვარაცხელია: უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ

საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ გამარჯვებით „ისტორიის ახალი ფურცელი დაიწერა“.

მისივე თქმით, უბედნიერესები არიან ამ მიღწევით და გაჩერებას არ აპირებენ.

„უბედნიერესი ვარ. ასეთი გახარებული, ალბათ, არასდროს არ ვყოფილვარ. ჩვენ ქვეყანა ვასახელეთ, ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ. დარწმუნებული ვარ ახლა ბევრი ბედნიერი იქნება საქართველოში. ბედნიერება ვაჩუქეთ ქართველ ხალხს და ჩვენც უბედნიერესები ვართ ამ მიღწევით. გაჩერებას არ ვაპირებთ. რადგან პორტუგალია დავამარცხეთ, ე.ი. იმის უნარი და თვისებები გვაქვს, რომ ყველა გუნდთან ვითამაშოთ.

უდიდეს მადლობას გადავუხდი[გულშემატკივარს]. საოცარი გულშემატკივრობა იყო. ეს მუხტი გამოგვყვა თამაშზე და ალბათ, ყველამ ნახეთ, მაქსიმუმი ჩავდეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ მოგვეგო. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ხვიჩა კვარაცხელიამ.

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამრცხა და მერვედფინალაშ გავიდა.