ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ირაკლი ზარქუა: დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ - თითოეული ფეხბურთელი გმირია

დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ, ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ ჩანაწერი მიუღებელია.

„დღეს ისეთი დღეა, ვენეციის კომისიასაც არ გავაკრიტიკებ. ვიტყვი, რომ შეცდომაში არიან შეყვანილები. ვენეციის კომისიის ექსპერტებს მინდა მივმართო - ეს არის საქართველო, უძველესი ქრისტიანული მართლმადიდებლური სახელმწიფო, თავისი ტრადიციებით, თავისი სტუმარმასპინძლობით, თავისი ქალისა და კაცის დაფასებითა და პატივისცემით. იქ რომ ჩაწერეთ, ის მაინც გააკეთეთ, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას ხელი არ შეეშალოსო, მიუღებელია. აქ მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. ეს არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის და ეს არ გამოვა ბიჭებო და გოგოებო. ასე რომ, ის რა რეკომენდაციაც მოგვეწერეთ ნულია მისი ფასი და არ იქნება გათვალისწინებული“, - განაცხადა ზარქუამ.

ზარქუა საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ისტორიულ გამარჯვებასაც გამოეხმაურა.

„ყველას გილოცავთ. ეს იყო ერთიანობის დღე, გამარჯვების დღე. მე მინდა მივულოცო იმ ხალხსაც, ვინც მთელი ეს პერიოდი აკრიტიკებდა კვარაცხელიას და ჩვენს მწვრთნელს, სანიოლს. ესენი არიან გმირები. გმირები არიან ფედერაციის წარმომადგენლები, თითოეული ფეხბურთელი, მთელი სამწვრთნელო შტაბი. 26 რიცხვი დაიმახსოვრეთ. ეს არის საქართველოს და ქართველი ხალხის გამარჯვების დღე და რიცხვი. არა მხოლოდ ეს, მაგრამ განსაკუთრებით ეს“, - განაცხადა ზარქუამ.

ვენეციის კომისიამ საქართველოს პარლამენტში ინიცირებულ ლგბტ უფლებების შემზღუდავ კანონპროექტზე საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნაში გამოხატულია შეშფოთება, რომ ამ კანონის განხილვა დაიწყო მაშინ, როცა მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა და ხდებოდა საერთაშორისო დამკვირვებლების წუხილების უგულებელყოფა.

რაც შეეხება ფეხბურთს, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.