საქართველოს პარლამენტის წევრები დღეს საკანონმდებლო ორგანოში ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მაისურებით, საქართველოს დროშებითა და ყელსახვევებით მივიდნენ.
პარლამენტის პლენარული სხდომა, ეროვნული ნაკრების გამარჯვების აღსანიშნად, სიმღერის „გაიღიმე“ და აპლოდისმენტების ფონზე გაიხსნა.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.