ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი აირჩია

პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს სამი წევრი - გიზო უბილავა, ბადრი შონია და გოჩა ჯეირანაშვილი აირჩია.

გიზო უბილავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა 80-მა დეპუტატმა, ბადრი შონიას და გოჩა ჯეირანაშვილის კანდიდატურას კი 78-78-მა დეპუტატმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ერთი წევრის თანამდებობა დღეის მდგომარეობით ვაკანტურია, ხოლო ორ თანამდებობაზე ვაკანსია წარმოიშობა 2024 წლის 18 ოქტომბრიდან, ანბანური წესით, პირველად არჩეული კანდიდატი გიზო უბილავა, უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან, ხოლო დანარჩენი ორი წევრი 18 ოქტომბრიდან განახორციელებს შეუდგება.