გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მაიკლ როთი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების გამარჯვებას X-ზე ეხმაურება.
,,ვულოცავ ჩემს ქართველ მეგობრებს EURO 2024-ზე გამარჯვებას. თუ საქართველო 26 ოქტომბერსაც გაიმარჯვებს, ყველაფერი იდეალურად იქნება",- წერს როთი.
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა პორტუგალია 2-0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა. საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების შეხვედრა 30 ივნისს კიოლნში ჩატარდება.
Congratulats to my Georgian friends on their victory at the #EURO2024.
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) June 27, 2024
If Georgia wins on October 26th, everything will be perfect!
🇬🇪🇪🇺