ბრიუსელში დღეს სამიტი იწყება, სადაც გაირკვევა, ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ, რა შემზღუდავ მექანიზმს აამოქმედებს ევროპა, საქართველოს მიმართ.
სამიტის წინ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა, ლუქსემბურგში, მოქმედების რამდენიმე სცენარი განიხილეს.
უცნობია, რა რეკომენდაციას გაითვალისწინებს ევროპული საბჭო. დღეს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერები 2024-2029 წლების სტრატეგიულ დღის წესრიგზეც იმსჯელებენ.