ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

ხატია დეკანოიძე: ნებისმიერი რეზოლუცია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის

ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნულ მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება, წინ უდგას „ქართული ოცნება“.

მისივე თქმით, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა.

„საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს საკითხი დგას უმწვავესად და ეს მწვავე საკითხი, პირველ რიგში, უკავშირდება ევროკავშირში ინტეგრაციას, ადამიანის უფლებებს, კანონის უზენაესობას, ოლიგარქიულ კლეპტოკრატიულ მმართველობას, რაც არის საქართველოში და ზოგადად, ევროპის საბჭოს რეზოლუციაც არის ამ კონტექსტში განსახილველი - როდესაც ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორები ხედავენ ამ მოცემულობას, როგორც ყველაზე უფრო შემაშფოთებელ მოცემულობას. ამიტომ, ვიმეორებ, საქართველოს და ქართველი ხალხის სულისკვეთებას და ეროვნული მისიას, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანებას, წინ უდგას „ქართული ოცნება“ და სწორედ ნებისმიერი რეზოლუცია, დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი საქმიანობა „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობაა და პირველ რიგში, ბიძინა ივანიშვილის“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუცია სახელწოდებით „დემოკრატიის გამოწვევები საქართველოში“ მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ საპარლამენტო ასამბლეა ღრმა შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე, რომლებიც იწვევს სერიოზულ შეშფოთებებს საერთაშორისო დემოკრატიული ნორმებისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ ქვეყნის ერთგულებისა და მისი მზადყოფნის შესახებ, დაიცვას წევრობისა და ევროპის საბჭოში გაწევრიანებით აღებული ვალდებულებები.