საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის F ჯგუფის გადამწყვეტ, მესამე თამაშში პორტუგალია 2-0 დაამარცხა და პლეიოფში გავიდა. ამ მოგებით, ასევე, მერვედფინალში გასვლისთვის, ნაკრები უეფასგან ბონუსს მიიღებს.
ამ დროის მონაცემებით, საქართველოს ნაკრებმა 12.25 მილიონი ევრო გამოიმუშავა.
საქართველოს ნაკრებისთვის განკუთვნილი 12.25 მილიონი ევროდან - 9.25 ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობის თანხაა, 500 000 - ჩეხეთთან ფრის, 1 მილიონი - პორტუგალიასთან მოგების და 1.5 მილიონი - მერვედფინალში გასვლის.
თუ საქართველო ესპანეთს დაამარცხებს და მეოთხედფინალშიც გავა, ამ თანხას 2.5 მლნ ევრო დაემატება.
ბონუსების სისტემა ასე გამოიყურება:
ჰონორარი მონაწილეობისთვის — 9.25 მილიონი ევრო;
მატჩის ბონუსი: გამარჯვებისთვის — 1 მილიონი ევრო; ფრე — 500 000 ევრო;
მერვედფინალში კვალიფიცირება — 1.5 მილიონი ევრო;
მეოთხედფინალში კვალიფიცირება — 2.5 მილიონი ევრო;
ნახევარ-ფინალში კვალიფიცირება — 4 მილიონი ევრო;
ჩემპიონატის მეორეადგილოსანი — 5 მილიონი ევრო;
ჩემპიონატის გამარჯვებული — 8 მილიონი ევრო.
UEFA-ს საიტზე აღნიშნულია, რომ მაქსიმალური თანხა, რომელიც ჩემპიონმა შეიძლება მიიღოს, თუ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრას მოიგებს, 28.25 მილიონი ევროა.
რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს - მეთექვსმეტედფინალში ქართველთა მეტოქე ტურნირის გამორჩეული ფავორიტი- ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, კვირას, 23:00 საათზე გაიმართება.