უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უახლოეს თვეებში უნდა დასრულდეს მუშაობა სამშვიდობო მოლაპარაკებების გეგმაზე. ამის შესახებ მან ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე მედიასთან საუბარში განაცხადა.
მისივე თქმით, უკრაინას ძალიან ბევრი გარდაცვლილი და დაჭრილი ჰყავს, ამიტომ კიევს არ სურს, რომ რუსეთთან ომი წლების განმავლობაში გაგრძელდეს.
„უახლოეს რამდენიმე თვეში კონფლიქტის დარეგულირების დეტალური გეგმა მაგიდაზე უნდა დავდოთ. ბევრი დრო არ გვაქვს, იმიტომ რომ ბევრი გარდაცვლილი და დაჭრილი გვყავს, როგორც ბრძოლის ველზე, ასევე მშვიდობიან მოსახლეობას შორის. ამიტომ არ გვსურს, რომ ეს ომი წლების განმავლობაში გაგრძელდეს. ამიტომ დარეგულირების გეგმა მშვიდობის მეორე სამიტამდე უნდა იყოს მზად“, - აღნიშნა ზელენსკიმ.