ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა ესტონეთშისაქართველოს ელჩს, ზურაბ ხამაშურიძეს შეხვდა.
როგორც ცაჰკნა სოციალურ ქსელში წერს, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება
„შევხვდი საქართველოს ელჩს ესტონეთში, ზურაბ ხამაშურიძეს შევხვდი და ტალინში ახალ პოზიციაზე წარმატებები ვუსურვე.
მიუხედავად გეოგრაფიული მანძილისა, ესტონეთი და საქართველო ყოველთვის იზიარებდნენ განსაკუთრებულ კავშირს, ამიტომ, განსაკუთრებით სამწუხაროა, რომ საქართველო ევროკავშირის კურსს სულ უფრო შორდება“, - წერს ცაჰკნა.
I met the #Georgian Ambassador @Khamashuridze & wished him success in his new position in Tallinn 🇪🇪.
— Margus Tsahkna (@Tsahkna) June 27, 2024
Despite the geographical distance, 🇪🇪&🇬🇪have always shared a very special bond. Therefore, it’s particularly regrettable to see Georgia drifting further away from the EU course.