ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ნატოს სამიტზე საქართველოდან, საგარეო საქმეთა მინისტრია მიწვეული

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ამერიკის ხმას" უდასტურებს, რომ ვაშინგტონიდან თბილისში, ოფიციალური მოსაწვევი ილია დარჩიაშვილის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე გაიგზავნა.

არიან თუ არა სამიტზე დასასწრებად ვაშინგტონში მიწვეული საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი? - ამ კითხვაზე პასუხად, სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი „ამერიკის ხმას" წერს:

„პარტნიორობა მშვიდობისთვის [პროგრამაში ჩართული] სხვა ქვეყნების მსგავსად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მოწვეულია გარკვეულ თანმხლებ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად."

მიიღო თუ არა სახელმწიფო დეპარტამენტმა ოფიციალური თბილისისგან დასტური, რომ სამიტს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენელი დაესწრება. მილერი ამბობს, რომ „ქართულმა ოცნებამ" ხალხს უნდა მოუსმინოს და ქვეყანა "ევროატლანტიკურ გზაზე" დააბრუნოს.

„საქართველოს მთავრობის განზრახვასთან დაკავშირებით, მოგიწოდებთ მიმართოთ საქართველოს მთავრობას. ჩვენ მოვუწოდებთ „ქართული ოცნების“ მთავრობას, სწრაფად გადადგას ნაბიჯები საქართველოს ევროატლანტიკურ გზაზე დასაბრუნებლად, როგორც ეს მის ხალხს სურს და როგორც ეს კონსტიტუციაშია მითითებული", - აცხადებს მილერი.

ნატოს საიუბილეო სამიტი 9-11 ივლისს გაიმართება.