ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

პოლიციამ პარლამენტის შესასავლელების გათავისუფლება დაიწყო

პოლიციამ პარლამენტის შესასვლელების გათავისუფლება დაიწყო. მანამდე ჩიტაძის ქუჩაზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს სამართალდამცველებმა 5 წუთი მისცეს იმისთვის, რომ მათ ტერიტორია დატოვონ და პარლამენტის წინ გადაინაცვლონ.

სავარაუდოდ, სპეცრაზმი აქციის მონაწილეების დაშლას გეგმავს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან სპეცრაზმელები და ე.წ. რობოკოპები.

მშვიდობიანი აქცია პარლამენტთან 22:00 საათზე დაიწყო. 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს „აგენტების კანონის“ მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.