პარლამენტთან, სადაც „აგენტების კანონის“ მოწინააღმდეები არიან შეკრებილები, პოლიცია და სპეცრაზმია მობილიზებული.
კერძოდ, პოლიცია იმყოფება ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე, ასევე პარლამენტის უკანა შესასვლელში, სპეცრაზმი კი თავისუფლების მოედანზეა განლაგებული. მანამდე პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები რკინის ჯებირებით გაამაგრეს.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, რადგან ხვალ, 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს კანონის მესამე მოსმენით განხილვა აქვს დაგეგმილი.