პარლამენტის შესასვლელი ჭიშკრები სამართალდამცავებმა რკინის ჯებირებით ჩაკეტეს. საუბარია ჩიტაძისა და ჭიჭინაძის ქუჩაზე განთავსებულ ჭიშკრებზე.
საკანონმდებლო ორგანოსთან მობილიზებულია პოლიცია. ადგილზე უკვე იკრიბებიან მოქალაქეები.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები პარლამენტთან მთელი ღამის განმავლობაში დარჩებიან, რადგან ხვალ, 9 საათიდან, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კანონის მესამე მოსმენით განიხილავს.