ახალი ამბები პოლიტიკა საქართველო კონფლიქტის ზონა მეცნიერება/ტექ სპორტი კულტურა ბიზნესი კლიმატი მოსაზრება ვიდეო გადაცემები ჩვენი გუნდი ჩვენს შესახებ კონტაქტი LIVE

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები მეტრო „300 არაგველთანაც“ იკრიბებიან

„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგეები მეტრო „300 არაგველთან“ იკრიბებიან, საიდანაც ევროპის მოედნისკენ მსვლელობას გამართავენ.

„ევროპის მარში – ევროპის კვირაში” - ამ სლოგანით თბილისში, გარდა მეტრო 300 არაგველისა, 3 ლოკაციაზე: რესპუბლიკის მოედანი,მარჯანიშვილის მოედანი და წერეთლის გამზირზე, „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ.

შეკრებილები 3 ლოკაციიდან ევროპის მოედნისკენ დაიძვრებიან, სადაც „აგენტების კანონს“ კიდევ ერთხელ გააპროტესტებენ.