თბილისში „მშობლების მარში“ იმართება. მშობლები „ექსპო ჯორჯიასთან“ შეიკრიბნენ, საიდანაც მსვლელობით ევროპის მარშს შეუერთდებიან.
აქციის მონაწილე დედებს ოპოზიციონერი ქალი დეპუტატებიც შეურთდნენ. მათ გზის ნაწილი აქვთ დაკავებული.
„აგენტების კანონის“ მოწინააღმდეგე მოქალაქეები დღეს მარშს 4 ლოკაციიდან გამართავენ და საბოლოოდ ევროპის მოედანზე შეიკრიბებიან.